"ახალი ქართული იდეა" - ნაწილი პირველი
"ახალი ქართული იდეა"
ნაწილი 1
ახალი პროგრესული მოქალაქე
საზოგადოდ, სამოქალაქო საზოგადოება ვითარდება ევოლუციურად (რაოდენობრივად, მუდმივად) ან რევოლუციურად (თვისებრივად, ნახტომისებურად). თანამედროვე მსოფლიოში და მათ შორის - საქართველოში, ჩნდება თვისებრივი, ნახტომისებური ცვლილებების აუცილებლობა, რაც განპირობებულია ანტაგონისტური კლასების მისწრაფებით დაამყარონ თვისებრივად ახალი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული თუ სხვა სახის ურთიერთობები. დგება მენტალური რევოლუციის ეპოქა.
ეკონომიკური ბაზისის ცვლილებასთან ერთად, ძირფესვიანად იცვლება პოლიტიკური და სამართლებრივი ზედნაშენიც. კლასობრივი ანტაგონიზმი ვლინდება საზოგადოების ცხოვრების ყველა ასპექტში. თვით კლასობრივი ერთეულები განიცდიან ტრანსფორმაციას და დღეს, 21 საუკუნეში, წარმოადგენენ არა მხოლოდ სოციალურ ჯგუფებს, არამედ ეთნიკურ, კულტურულ, რასობრივ, რელიგიურ და სხვა ერთეულებს.
მე-20 საუკუნის ბოლოს, მსოფლიო, როგორც ერთი მთლიანი, ისე მისი
შემადგენელი სახელმწიფოები და ერები, შევიდა განვითარების ახალ ფაზაში. კლასობრივი
ბრძოლა თავად ანტაგონიზმია, რომელიც ხსენებულ ახალ ფაზაში ეთნიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ,
სოციალურ და სხვა პროგრესს ამოძრავებს.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფორმირების წინა ისტორიული ეტაპი, განსაკუთრებით, მე-19 საუკუნის ბოლო და მე-20 საუკუნის დასაწყისი, გამოირჩეოდა ქართული სახელმწიფოებრივი იდეის ჩამოყალიბებით. რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიამ, გამოწივია საერთო ეროვნული ფასეულობების და იდენტობის რღვევა, საერთო სახელმწიფოებრივი მისწრაფებების გაქრობა, ერთიანობით საყოველთაო ამოცანის მიღწევის, იდეის დონეზეც კი, უგულვებელყოფა. სწორედ ასეთ გარემოს დაუპირისპირდა ილია ჭავჭავაძე, დავით სარაჯიშვილი, გიორგი წერეთელი, ექვთიმე თაყაიშვილი, ნოე რამიშვილი და სხვა მრავალი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, მეწარმე, პოლიტიკოსი, საზოგადოების სხვადასხვა ფენის, მ.შ. სამღვდელოების, წარმომადგენელი.
უკვე 1912-1917 წლებში, საქართველოში მყარად იყო ჩამოყალიბებული როგორც ეროვნულ - დემოკრატიული თუ ლიბერალური იდეები, ასევე, სოციალ - დემოკრატიული და პროგრესული იდეები. 1918 - 1921 წლებში ამ იდეების ბუნებრივი (და არა პოლიტიკური) სინთეზი დაიწყო, რაც გავლენას ახდენდა საქართველოში პროგრესული და მომავალზე ორიენტირებული რეფორმების გატარებას. საწმუხაროდ, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციამ დაასრულა საერთო ქართული იდეის ფორმირება და შემდგომი 70 წლის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეებს კვლავ წაუშალეს ინდივიდუალური თუ საერთო ეროვნულ - სამოქალაქო ინდენტობა.
მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი პროგრესის მამოძრავებელი ძალა სწორედ ასეთი ანტაგონისტურად განწყობილი იდეოლოგიური, კულტურული და სოციალური კლასების იდეური დაპირისპირება საზოგადოებაში დომინირებისა და ძალაუფლებისთვის. ერთი საზოგადოებრივ, პოლიტიკურ - ეკონომიკური და იდეოლოგიური ფორმაციიდან, მეორეში გადასვლის პროცესი ხორციელდება „მენტალური რევოლუციის“ გზით. შინაარსობრივად, „მენტალური რევოლუცია“ წარმოადგენს საზოგადოებრივი წყობის, აზროვნების, მისწრაფებებისა და პრიორიტეტების ძირფესვიან გარდაქმნას. იგი საზოგადოებრივი ცხოვრების ევოლუციური განვითარების ერთგვარი დაგვირგვინებაა.
თვისებრივად, მენტალური
რევოლუცია კლასობრივი ბრძოლის უმაღლესი ფორმაა. იგი წარმოიშვება ახალი პროგრესული იდეებისა
და დამკვიდრებული ურთიერთობების წინააღმდეგობის წიაღში; ცვლის საზოგადოებრივ ურთიერთობების
სისტემას და ამკვიდრებს ახალ პოლიტიკურ და სამართლებრივ ზედნაშენს - უხსნის გზას მოქალაქის,
საზოგადოების და სახელმწიფოს შემდგომ მდგრად განვითარებას. მენტალურ რევოლუციას ახალი
დღის წესრიგი შემოაქვს საზოგადოების ცხოვრებაში.
პარტია „Cven“ კაცობრიობისთვის და საქართველოსთვის აუცილებელ
ახალ პროგრესული ჰუმანიზმისა და სოლიდარობის იდეოლოგიას ეყრდნობა და წარმოადგენს, რომელიც
არც პიროვნების დამთრგუნველ
კოლექტივიზმისა და არც უპასუხისმგებლო ინდივიდუალიზმის იდეოლოგიური პირმშოა.
პროგრესული სოლიდარობა - ეს არის ახალი მსოფლიოს, ახალი საქართველოს,
ახალი ქართული იდეის კულტურული, ეკონომიკური, სამართლებრივი, პოლიტიკური და სოციალური ველი. პროგრესული სოლიდარობა ერთგვარი სახელმწიფოს ვალია მისი მოქალაქეების მიმართ
- არ შეიძლება რომ ადამიანს კლავდეს
სიცივე და შიმშილი
სახელმწიფოში რომელიც თავის თავს თვლის ცივილიზებულ სახელმწიფოდ.
არის საარსებო მინიმუმი, რომელიც
საერთო ძალისხმევამ უნდა მისცეს
ყოველ ადამიანს - მოქალაქეს!
პროგრესული სოლიდარობა არის პოლიტიკურ - საზოგადოებრივ - სოციალური
იდეა, რომელიც მხარს უჭერს საზოგადოების ორგანული სოციალური სოლიდარობის შექმნას ფუნქციური
წარმოდგენის საშუალებით. სოლიდარობა ემყარება შეხედულებას, რომ ადამიანური საზოგადოების
დინამიკა, როგორც კოლექტივის, განსხვავდება ინდივიდისგან და ამ საზოგადოებაში არის
ის, რაც ინდივიდებს უქმნით მათ კულტურულ და სოციალურ ატრიბუტებს.
პროგრესული სოლიდარობა შეცვლის შრომის დაყოფასაც მექანიკურიდან ორგანულზე - არსებულმა ინდუსტრიულმა კაპიტალისტურმა შრომის დანაწილებამ გამოიწვია „იურიდიული და მორალური ანომია“, საზოგადოების ისეთი მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება სოციალური ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმების შესუსტებით, ან მათ მიმართ გულგრილი დამოკიდებულებით და რომელსაც არანაირი ნორმა და შეთანხმებული პროცედურა არ გააჩნდა კონფლიქტების მოსაგვარებლად. შესაბამისად, დამსაქმებლებსა და დასაქმებულთა შორის ქრონიკული დაპირისპირება გამოიწვია, ასევე, სოციალური დისლოკაცია, რომელიც მართავს და აუცილებელს ხდის ამ დაპირისპირების ქრონიკულ მდგომარეობას.
მიგვაჩნია, რომ ჩვენი საზოგადოების წევრების მორალური ვალდებულებაა დასრულდეს ეს სიტუაცია, ჩვენ უნდა შევქმნათ მორალური ორგანული სოლიდარობა პროფესიების საფუძველზე, რომლებიც ორგანიზებული და მოწესრიგებულია ერთ საჯარო სისტემაში.
ჩვენ, როგორც პროგრესული სოლიდარობის იდეის მომხრეები, ვემიჯნებით, როგორც რადიკალურ მემარცხენეულ კოლექტივიზმს, ისე რადიკალურ მემარჯვენულ საზოგადოებრივ ატომიზაციას, მის დაშლას სარჩოსთვის, მატერიალური სიმდიდრისთვის და თანამდებობების გულისთვის ერთმანეთთან მებრძოლ ინდივიდუალისტ - ეგოისტებად.
პროგრესული სოლიდარობის იდეა დაფუძნებულია პრინციპზე, რომლის თანახმადაც ყველა პასუხისმგებელია მის გარშემომყოფზე, ყოველ ადამიანზე, მოქალაქეზე.
ჩვენი პარტიის პოლიტიკური იდეოლოგია - პროგრესული სოლიდარობა, ჩვენი პოლიტიკური ხედვა და პროგრამა არის პრინციპული ალტერნატივა არსებული დამახინჯებული და ანტი სამოქალაქო პოლიტიკური ელიტური სისტემისა საქართველოში.
ქართული სახელმწიფოს მდგრადი განვითარებისთვის საჭიროა ჩვენი საზოგადოების ჩამოყალიბება - თუ საიდან მოვდივართ, სად ვართ და რა გვინდა უახლოს 30-50 წელიწადში. მსგავსი იდეური მიდგომა დღემდე არ არსებობდა და გვსურს შევთავაზოთ ჩვენს თანამოქალაქეებს პროგრესული სოლიდარობის კონცეფციებზე დაფუძნებული „ახალი ქართული იდეა“, რომელიც მოიაზრებს „ახალი პროგრესული მოქალაქის“ შექმნას - სამართლებრივი და განვითარებული სახელმწიფოს მოქალაქის, თაობების, რომელიც შეუქცევადს გახდის ქართული სახელმწიფოს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და სოციალური სისტემის მდგრად განვითარებას.
პროგრესული სოლიდარობა უნდა გავიგოთ, როგორც სამართალის და სამართლიანობის ფორმა, რაც მას განასხვავებს სხვა პოლიტიკური იდეოლოგიებისგან. პროგრესული სოლიდარობა უპირისპირდება ინდივიდის ყოველგვარ წაშლასაც კოლექტივის სასარგებლოდ. საზოგადოებისთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მიუღებელი უნდა იყოს და არის, ყველა ის პროგრამა, სადაც ინდივიდების ძალისხმევა და თავისუფლებები ეწირება კლასთა ბრძოლას. ჩვენი ამოცანაა სამართლებრივი სახელმწიფოში მოქალაქეთა თავისუფლების უზრუნველყოფა და ყველა მოქალაქის განვითარებისათვის თანასწორი და ღირსეული სასტარტო პირობების შექმნა.
რწმენის და ცოდნის მიღების თავისუფლება,
ადამიანისათვის ისევე საჭიროა, როგორც ჰაერი და საკვები.
რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება, ისევე როგორც
განათლების ხელმისაწვდომობა და მაღალი ხარისხი, ამცირებს სოციალურ დაძაბულობას და ზრდის
ადამიანების შრომის ნაყოფიერებას. რწმენა და განათლება ადამიანის პირადი საქმეა. მისი
თავისუფალი არჩევანი და პასუხისმგებლობაა. ისინი თავად ადამიანს სჭირდება, რომ უფრო
მეტად შეიმეცნოს სამყარო და იპოვოს საკუთარი ადგილი მასში. ის თავად უნდა მივიდეს ამ
აზრამდე და თავადვე იმოქმედოს. რწმენისა და განათლების ძალით თავზე მოხვევაა შეუძლებელი
და დაუშვებელია.
თანასწორუფლებიანობა ჩვენთვის ასაკობრივ, რასობრივ,
სქესობრივ, რელიგიურ თუ სხვა საფუძველზე დისკრიმინაციის უარყოფას ნიშნავს. თანასწორუფლებიანობა
გულისხმობს არა შედეგების, არამედ შესაძლებლობების ხელმისაწვდომობას, კანონის უზენაესობასა
და მის წინაშე თანასწორობას. სამართლიანობა შედეგების შესაბამისობაა შრომასა და თავდადებასთან,
რისკთან და იღბალთან და არა გათანაბრება, ვინმეს მიერ დადგენილი წესით ან გემოვნებით.
როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ მისი შესაძლებლობები
არ არის შეზღუდული, ხოლო ანაზღაურება სამართლიანია. ძმობა - ეს სიტყვა წარმოადგენს პროგრესულ
პოლიტიკურ ალამს, მოიცავს რა, ერთობის
იდეას, ვიდრე სქესობრივ ნიშანს - იზოლირებული
ინდივიდი არ არსებობს. ძმობის იდეთ, სამოქალაქო გაერთიანებით,
შევძლებთ სწრაფ სახელმწიფოებრივ წინსვლას და არა იდეოლოგიების ნიადაგზე დაპირისპირებითა
და შუღლით. იქ სადაც ძმობის განცდაა, აღარ არსებობს შუღლი, შური და ურთიერთ გაუტანლობა.
იქ სადაც ძმობის განცდაა, მოქალაქეები სოლიდარულია ერთმანეთის მიმართ განურჩევლად სხვადასხვა
კუთვნილებისა. ასე შეიძლება
გამოითქვას მოკლედ პროგრესული სოლიდარიზმის დოქტრინა.
ქ. თბილისი; 26.05.2022
Comments
Post a Comment