Posts

Showing posts with the label ჩვენ

ვინ და რატომ ჩ ვ ე ნ

Image
ვინ და რატომ ჩვენ? 2024 წლის 8 აგვისტოს ჩატარდა ჩვენი პარტიის რიგგარეშე ყრილობა, იქ დავით ქაცარავამ ძალიან კარგად და მოკლედ ბრძანა :  "ხალხი მზად არის, რომ ხელისუფლება შეცვალოს, მაგრამ მუდმივად ისმის კითხვა – „ესენი არ მოგვწონს, მაგრამ ვინ?!“ ვინ და, – ჩვენ!  „ჩვენ“ არის ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც მე და ჩემმა თანამებრძოლებმა და თანამოაზრეებმა ხალხის დაკვეთით და ხალხისთვის შევქმენით! ჩვენ ვიცით, რომ ძალა ერთობაშია და ამიტომაც, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა!  ჩვენ გელოდებით ყველას, ვინც თვლის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და 26 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია! ჩვენ ვიბრძვით ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის!  „ჩვენ“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალებსა და იმ სამოქალაქო აქტივისტებს აერთიანებს, რომლებსაც ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლაში უკან არასოდეს დაუხევიათ!  მოკლედ, ჩვენ დავიწყეთ ! " დათოს პირადად არ ვიცნობდი 2024 წლის ზაფხულამდე, ვიცოდი მხოლოდ, რომ იგი წლების განმავლობაში საოკუპაციო ხაზის მონიტორინგს ახორციელებდა მის თანაგუნდელებ...