"ახალი ქართული იდეა" ნაწილი მეორე
"ახალი ქართული იდეა"
ნაწილი 2
ქართული პროგრესული სოლიდარობა
ჩვენი პოლიტიკური იდეა - ქართული პროგრესული სოლიდარობა, საკუთარ თავში მოიაზრებს „ახალი ქართული იდეა“ - ს, „ახალი პროგრესული მოქალაქის“ ღირებულებებსა და პრინციპებს. რა ნიშნავს და რა არის "ქართული", ვინ არის "ქართველი" და რას წარმოადგენს "ახალი ქართული იდეა"?
საქართველო უძველესი ტრადიციების, კულტურის და იდენტობის მატარებელი კულტურაა, ამასთან, თანამედროვე გლობალური მსოფლიოს განუმეორებელი ნაწილია. ქართული ჭეშმარიტი ტრადიციებისა და ევრო - ატლანტიკური ფასეულობების სინთეზი - სიმბიოზი, ახალი ქართველის აზროვნების ფორმატი უნდა გახდეს, რაც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს თავისუფალი მოქალაქის სამართლებრივ სახელმწიფოში თანასწორუფლებიან განვითარებას.
ჩვენს მიერ დანახული
პროგრესული სოლიდარობა არის პოლიტიკური აზროვნების ფორმა, რომელშიც წარმომადგენლობითი
დემოკრატია თავისუფლების პრინციპებზე დაყრდნობით მოქმედებს, ანუ აპრიორია ადამიანის,
მოქალაქის ინდივიდუალური უფლებების დაცვა, ამასთან, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა
სხვა მოქალაქეების მიმართ.
ჩვენი ვაღიარებთ მენტალური რევოლუციის აუცილებლობასა და სოციალური ვალის იდეას, რომელიც არ არის ახალი და მისი პრინციპები მოიაზრებს, რომ ყოველი ადამიანი დაბადების დღიდან და მთელი ცხოვრების მანძილზე სარგებლობს ყველა წინა თაობის შრომით შექმნილი სიმდიდრით!
ადამიანი ცხოვრობს და
საქმიანობს წინა თაობების მიერ შექმნილის წყალობით,
როგორც სოციალურ - ეკონომიკურ, ასევე კულტურულ, პოლიტიკურ და სამართლებრივ ჭრილში.
ასე თუ ისე, ცივილიზებული ქვეყნის ანუ სახელმწიფოს,
ყოველმა მცხოვრებმა - მოქალაქემ, დაბადებიდანვე მიიღო ურიცხვ თაობათა მიერ
შექმნილი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა (ლიტერატურა, მუსიკა,
არქიტექტურა, ხელოსნობა, მეცნიერება, ტექნიკა, პრაქტიკული გამოცდილება,
წეს-ჩვეულებები, ზნეობის ნორმები და ა.შ.), რომლით სარგებლობის უფლება
აქვს ყველა მოქალაქეს თანაბრად და არა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფსა თუ ელიტას!
ქართულმა საზოგადოებამ
შეინარჩუნა და დაიცვა ურიცხვ თაობათა მიერ შექმნილი
ეს უზომო სიმდიდრე, რომელიც უნდა მიიღოს ჩვენი საზოგადოების
ყოველმა ახალშობილმა წევრმა.
უამრავმა
თაობამ თავისი შრომით დააგროვა უზარმაზარი როგორც
მატერიალური ისე არამატერიალური სიმდიდრე და ჩვენ არ
უნდა მივცეთ კორუმპირებულ და პოლიტიკურად თუ საზოგადოებრივად, ასევე ეკონომიკურ გარყვნილ
ელიტებს ამ სიმდიდრის მიტაცების ან მოსპობის საშუალება.
ეს მომდევნო
თაობებსაც გაუადვილებს არსებობას და ღირსეულ, მდგრად განვითარებას. ყოველ
მოქალაქეს ევალება წინაპრების თაობათა მიერ დაგროვებული
სიმდიდრე - კაპიტალის შენარჩუნება, გაზრდა, მომავალი თაობებისათვის
გადაცემა.
შესაბამისად, ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს, დაბადებიდანვე გვაკისრია სხვადასხვა მოვალეობა ჩვენი საზოგადოების, ხალხის, თანამოქალაქეებისა და საკუთარი თავის მიმართ. ინდივიდები არიან საზოგადოების მოვალეები, ისევე, როგორც ინდივიდებით კრებითი ერთობა - საზოგადოება არის თითოეული მოქალაქის მიმართ ვალდებული. სამწუხაროდ, თანამედროვე საქართველოში, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, კორუმპირებული და ნეპოტიზმზე/ფავორიტიზმზე დაფუძნებული ჯგუფები სხვებზე მეტად სარგებლობს იმით, რაც დააგროვა საზოგადოებამ. ეს აჩენს უთანასწორობას.
ზოგი სარგებლობს საზოგადოებრივი სიმდიდრით ისე, რომ არ შეაქვს საკუთარი წვლილი საზოგადოებრივ კეთილდღეობაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პარტია მომხრეა სახელმწიფო აპარატის მაქსიმალური ჩაურევლობის საზოგადოებრივ თუ ეკონომიკურ პროცესებში, ამ ეტაპზე ვთვლით, რომ აღწერილი მდგომარეობა უნდა გამოასწოროს სახელმწიფოს ჩარევამ.
სახელმწიფოს და ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი კი ცივილიზებულ საზოგადოებაში - სახელმწიფოა და ირჩევს ხელისუფლებას, მთავრობას, რომელიც ასრულებს პირველწყაროს დაკვეთას და ატარებს მოქალაქეების ინტერესებს. ხელისუფლება საჭიროა იმდენად და მხოლოდ მაშინ, რამდენადაც და როდესაც ის ახერხებს, რომ დაიცვას მოქალაქეთა სიცოცხლე, თავისუფლება, საკუთრება და სხვა განუყოფელი უფლებები.
მას შეზღუდული და სრულიად განსაზღვრული, ერთობ სიმბოლური, წარმომადგენლობითი ფუნქციები უნდა ჰქონდეს, რომელთა აღსრულება არ მოითხოვს დიდ ხარჯებს და იქნება გამჭვირვალე, როგორც ანგარიშგებისათვის, ისე კრიტიკისათვის.
ამავდროულად,
მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ხელისუფლების კონტროლის საშუალება. მათ არ
უნდა დაუშვან, რომ ხელისუფლებამ თვითნებურად დაარღვიოს მისთვის მიჩენილი სამოქმედო
საზღვრები, ჩაერიოს მათ კერძო ურთიერთობებში და შელახოს უფლებები. ხელისუფლება უნდა
ემსახუროს მოქალაქეს, მის მიერვე უნდა იყოს შერჩეული, დაქირავებული და ექვემდებარებოდეს
შეცვლას, როდესაც ის ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს.
შესაბამისად, მოქალაქე უნდა აკონტროლებს მას და არა პირიქით. ასეთი ხელისუფლება უნდა ეყრდნობოდეს ძალაუფლების განაწილების პრინციპს, როგორც ვერტიკალურად, ასევე ჰორიზონტალურად. ძალაუფლება არ უნდა იყოს ერთი პოლიტიკური ცენტრის ხელში, რადგანაც ამან შეიძლება ადვილად გამოიწვიოს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, კორუფცია და ადამიანების უფლებების უგულვებელყოფა. ასეთი ხელისუფლების აღმასრულებელი ფრთას შეიძლება ხელმძღვანელობდეს (პირდაპირ ან არაპირდაპირ) არჩეული პირი, მაგრამ მისი საქმიანობა აუცილებლად უნდა იყოს გაწონასწორებული და მართული ხალხის წარმომადგენლობითი კონტროლით.
ასეთი სისტემა გარეგნულად ახლოს დგას დემოკრატიასთან. რასაკვირველია, ეს სისტემა, ისევე როგორც სხვა მმართველობის ფორმები, შეიძლება ტირანიად იქცეს, თუკი ის გადაგვარდება არჩევნებში “გამარჯვებული” უმრავლესობის მიერ “დამარცხებული” უმცირესობის მიმართ ანგარიშსწორების მანქანაში.
მაშასადამე,
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ადამიანი დაცული იყოს ჩაგვრისაგან იმ შემთხვევაში,
თუ იგი ე.წ. დემოკრატიული არჩევნების შედეგად “წაგებულ” უმცირესობაში მოხვდება. დემოკრატიული
არჩევნები არ უნდა იქცეს “გამარჯვებულთა” სახელით, იმავე “უმრავლესობის” წარმომადგენლების
და/ან “უმცირესობის” ჩაგვრისა და ფიზიკური განადგურების იარაღად და მის ლეგიტიმაციად.
აუცილებელია,
არსებობდეს ხელისუფალთა შერჩევის ღია, ჯანსაღი, კრიტიკული და კონკურენტული გარემო,
რომ დამკვიდრებულ ადგილის, სახელისა და დიდების დაკარგვის შიშმა, გააკონტროლოს და დააბალანსოს
ხელისუფალთა ცდუნება, ბოროტად და სხვების საზიანოდ გამოიყენონ მინდობილი ძალაუფლება.
ყოველი ადამიანი საზოგადოების მოვალეა, დავალებულია საზოგადოებისგან
და სოციალური სამართალი მოითხოვს ამ ვალის გასტუმრებას
და დაბრუნებას.
ჩვენ
საზოგადოების ვალი უნდა გავისტუმროთ იმის შესაბამისად,
თუ რა მოგვცა საზოგადოებამ და შესაძლებლობების
თანახმად. მოქალაქე თავისუფალი იქნება მხოლოდ მაშინ
როდესაც გაისტუმრებს საზოგადოების ვალს. საზოგადოებისთვის
გაწეული სამსახურის სანაცვლოდ საზოგადოება მის ინდივიდუალურ
წევრს იცავს სოციალური, პოლიტიკური თუ სხვა საფრთხეებისგან. ეს არის
საზოგადოების როლი, ეს არის საზოგადოების ფუძემდებელი მორალური
იდეა. ასე იგება სოლიდარობა, სოციალური ვალის იდეასთან
ერთად, პროგრესული დაბეგვრა - გადასახადი და დაბალანსებული, სამართლიანი
განაწილება დაზღვევისა და სოციალური დახმარების სისტემებში.
მრავალფეროვნება, მრავალწახნაგიანი საზოგადოება, განსხვავებული აზრი და იდეები, თავისუფალი სამოქალაქო საზოგადობების და ძლიერი განვითარებული სახელმწიფოს ქვაკუთხედებია. პროგრესული მოძრაობა სახელმწიფოში გულისხმობს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მიღწევას. სოლიდარობა - ერთიანობა, განსხვავებულის პატივისცემა და თანადგომაა.
პროგრესული სოლიდარობა არის ის ერთადერთი თავისუფალი და მართებული არჩევანი, ახალი ალტერნატივა და რეალობა, რომელიც ჩვენი სამშობლოს მოქალაქეებს მისცემთ საშუალებას, დავაღწიოთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ წარმოქმნილ კორუმპირებულ და კლანურ ელიტების საზოგადოებრივ პოლიტიკურ - ეკონომიკურ მანიპულაციას, სიღატაკეს და ურთიერთ დაპირისპირებას.
მოქალაქე უნდა მიხვდეს,
რომ ის არ უნდა იყოს სხვის ხელში (ნებით თუ უნებლიეთ) ის პოლიტიკური და სოციალური
„ხელსაწყო“, რომელსაც წაართვეს ღირსება და „გაყავი და იბატონეს“ პრინციპით აიძულებენ
მუდმივ დაპირისპირებაში ყოფნას საზოგადოების სხვა წევრებთან, განსხვავებული აზრის და
მსოფლმხედველობის მქონე მოქალაქეებთან.
პროგრესული
სოლიდარიზმი საქართველოში ნიშნავს განსხვავებული აზრისა და მსოფლმხედველობის არსებობის
პირობებში, ერთიანობას, მიტევებას, ურთიერთ თავისუფლებისა და იდენტობის პატივისცემას,
წარსულის ტკივილის წარსულშივე დატოვებას და ახალი, ძლიერი, განვითარებული და წარმატებული
საზოგადოებისა და სახელმწიფოს აღმშენებლობას, დღეს და აქ და მომავალში! ჩვენ ერთად
ვაშენებთ, მხოლოდ ერთად შეგვიძლია ვიყოთ წარმატებული და ძლიერი.
26.05.2022






Comments
Post a Comment