Posts

Showing posts from August, 2024

"ახალი ქართული იდეა" ნაწილი მეორე

Image
  "ახალი ქართული იდეა"   ნაწილი 2 ქართული პროგრესული სოლიდარობა ჩვენი პოლიტიკური იდეა -  ქართული პროგრესული სოლიდარობა , საკუთარ თავში მოიაზრებს „ახალი ქართული იდეა“ - ს, „ახალი პროგრესული მოქალაქის“ ღირებულებებსა და პრინციპებს. რა ნიშნავს და რა არის "ქართული", ვინ არის "ქართველი" და რას წარმოადგენს "ახალი ქართული იდეა"?  საქართველო უძველესი ტრადიციების, კულტურის და იდენტობის მატარებელი კულტურაა, ამასთან, თანამედროვე გლობალური მსოფლიოს განუმეორებელი ნაწილია. ქართული ჭეშმარიტი ტრადიციებისა და ევრო - ატლანტიკური ფასეულობების სინთეზი - სიმბიოზი, ახალი ქართველის აზროვნების ფორმატი უნდა გახდეს, რაც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს თავისუფალი მოქალაქის სამართლებრივ სახელმწიფოში თანასწორუფლებიან განვითარებას .  ჩვენს მიერ დანახული პროგრესული სოლიდარობა არის პოლიტიკური აზროვნების ფორმა , რომელშიც წარმომადგენლობითი დემოკრატია თავისუფლების პრინციპებზე დაყრდნობით მოქმედებს, ანუ აპრიორია ადამიანის, მოქალაქის ინდივიდუალური უფლებების დაცვა , ამასთან, მაღალი სოციალ...

"ახალი ქართული იდეა" - ნაწილი პირველი

Image
"ახალი ქართული იდეა"   ნაწილი 1 ახალი პროგრესული მოქალაქე საზოგადოდ, სამოქალაქო საზოგადოება ვითარდება ევოლუციურად (რაოდენობრივად, მუდმივად) ან რევოლუციურად (თვისებრივად, ნახტომისებურად). თანამედროვე მსოფლიოში და მათ შორის - საქართველოში, ჩნდება თვისებრივი, ნახტომისებური ცვლილებების აუცილებლობა, რაც განპირობებულია ანტაგონისტური კლასების მისწრაფებით დაამყარონ თვისებრივად ახალი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული თუ სხვა სახის ურთიერთობები. დგება მენტალური რევოლუციის ეპოქა.  ეკონომიკური ბაზისის ცვლილებასთან ერთად, ძირფესვიანად იცვლება პოლიტიკური და სამართლებრივი ზედნაშენიც. კლასობრივი ანტაგონიზმი ვლინდება საზოგადოების ცხოვრების ყველა ასპექტში. თვით კლასობრივი ერთეულები განიცდიან ტრანსფორმაციას და დღეს, 21 საუკუნეში, წარმოადგენენ არა მხოლოდ სოციალურ ჯგუფებს, არამედ ეთნიკურ, კულტურულ, რასობრივ, რელიგიურ და სხვა ერთეულებს.  მე-20 საუკუნის ბოლოს, მსოფლიო, როგორც ერთი მთლიანი, ისე მისი შემადგენელი სახელმწიფოები და ერები, შევიდა განვითარების ახალ ფაზაში. კლასობრივი ბრძოლა თავად...

ვინ და რატომ ჩ ვ ე ნ

Image
ვინ და რატომ ჩვენ? 2024 წლის 8 აგვისტოს ჩატარდა ჩვენი პარტიის რიგგარეშე ყრილობა, იქ დავით ქაცარავამ ძალიან კარგად და მოკლედ ბრძანა :  "ხალხი მზად არის, რომ ხელისუფლება შეცვალოს, მაგრამ მუდმივად ისმის კითხვა – „ესენი არ მოგვწონს, მაგრამ ვინ?!“ ვინ და, – ჩვენ!  „ჩვენ“ არის ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც მე და ჩემმა თანამებრძოლებმა და თანამოაზრეებმა ხალხის დაკვეთით და ხალხისთვის შევქმენით! ჩვენ ვიცით, რომ ძალა ერთობაშია და ამიტომაც, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა!  ჩვენ გელოდებით ყველას, ვინც თვლის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და 26 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია! ჩვენ ვიბრძვით ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის!  „ჩვენ“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალებსა და იმ სამოქალაქო აქტივისტებს აერთიანებს, რომლებსაც ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლაში უკან არასოდეს დაუხევიათ!  მოკლედ, ჩვენ დავიწყეთ ! " დათოს პირადად არ ვიცნობდი 2024 წლის ზაფხულამდე, ვიცოდი მხოლოდ, რომ იგი წლების განმავლობაში საოკუპაციო ხაზის მონიტორინგს ახორციელებდა მის თანაგუნდელებ...